ლელა წურწუმია მორიგი კონცერტისთვის ემზადება.
მომღერალი ჩაცმულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
მას ჰყავს მკერავი, რომელსაც მიმართავს იმ შემთხვევაში, როდესაც კონცერტისთვის ახალი კოსტიუმი სჭირდება – ლელა წურწუმია ხშირად იკერავს სამოსს საკუთარი გემოვნებით.
„მზადება კონცერტისთვის“, ასეა დასათაურებული ვიდეო, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა.
კახა მამულაშვილი კი წერს, რომ ლელა მორიგ „ლუქს ამზადებს“.