გაიცანით ახალი Clone Robotics, მსოფლიოში პირველი კუნთებიანი რობოტი, რომელიც ოფლს გამოყოფს. მას ბრწყინვალედ შეუძლია სახლის საქმეების შესრულება, იქნება ეს სარეცხის მოწესრიგება, ჭურჭლის დარეცხვა, იატაკის დასუფთავება თუ საჭმლის მომზადება.
ის ადამიანის მსგავსად, 206 ძვლისგან შედგება, აქვს ყველა სახსარი, 1000 ხელოვნური კუნთი და 500 სენსორი.
მასში განსაკუთრებული, გაგრილების მექანიზმია, რომელიც საშუალებას აძლევს, ზუსტად ისე გამოყოს ოფლი, როგორც ადამიანების ორგანიზმში ხდება ეს, შიდა ტემპერატურის დასარეგულირებლად.
აღსანიშნავია, რომ მომავალში Clone Robotics მსგავსი სინთეტიკური ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს, რომელთაც კომპლექსურ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება შეეძლება. მისი ღირებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.