მოდელ კრისტი ყიფშიძესა და ჰოლივუდის ვარსკვლავ პენელოპე კრუზს შორის მსგავსებას საზოგადოება ხშირად განიხილავს ხოლმე.
ქართველი მოდელი ამის შესახებ ,,რუსთავი 2″-ის დილის გადაცემაში საუბრობს. კრისტი აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ავტოგრაფს ხშირად სთხოვენ. მაგალითად, მოსკოვში, ოფიციანტი იმდენად დარწმუნებული იყო იმაში, რომ კრისტი პენელოპე იყო ავტოგრაფის მისაღებადაც კი მოემზადა.
მოდელი იმასაც ყვება, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავად პენელოპეს კრისტის ფოტო აჩვენა, პენელოპემ კი კრისტიზე თქვა, რომ ძალიან ლამაზი და მასზე უფრო მეტად ახალგაზრდაა.
კრისტიმ იხუმრა, რომ პენელოპეზე ძალიან ახალგაზრდა არ არის, ჰოლივუდელი ვარსკვლავისგან ასეთი შეფასების მიღება კი, სასიამოვნოა.
დილის გადაცემაში კრისტიმ საკუთარ დილაზე ისაუბრა. მოდელმა აღნიშნა, რომ დილას აუცილებლად ყავით იწყებს.
კრისტიმ გადაცემაში ისიც დააანონსა, რომ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ბლოგის შექმნას აპირებს, სადაც ის ჯანსაღ კვებაზე ისაუბრებს.
https://www.facebook.com/gmgweekend/videos/186551065875639/