LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, თუ როგორ ააჩქარა სუპერ-მოტომ ველოსიპედისტი 272 კმ/სთ-მდე

104
moto

272 კმ/სთ სიჩქარე თანამედროვე რეალობაში ფანტასტიკურად ნამდვილად არ ითვლება, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ როცა ავტომობილებზე, მოტოციკლეტებზე ან ავიაციაზე ვსაუბრობთ, ამ უკანასკნელის მაჩვენებელი ხომ კიდევ უფრო მეტიც კია.

ავსტრიელი მრბოლელი ელიას შვარცლერი სანუკვარ 300 კმ/სთ სიჩქარიან ნიშნულთან ძალიან ახლოს მივიდა და 270 კმ/სთ სიჩქარეს არც მეტი არც ნაკლები ველოსიპედით გადააჭარბა. თუმცა, ეს მიღწევა სუპერ-მოტოს დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

რეკორდული მსვლელობისთვის სამზადისს თვეზე მეტი, ათობით ტესტი და ცდა დასჭირდა.

მოტოციკლეტი Honda CBR1000RR-R Fireblade SP-ით ავსტრიელი მრბოლელი ჰერი ჰესლბაუერი 272 კმ/სთ-მდე გახურდა და მისაბმელით ველოსიპედი ჰყავდა ჩაბმული. თანაც, აბსოლუტურად სტანდარტული და ისეთი რომელიც აჩქარებისთვის არ იყო გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები