LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ, თუ როგორ გადაცურა tesla Model S–მა 2 მეტრის სიღრმის აუზი

32
teslamodels

ამერიკელმა YouTube-ბლოგერმა Chillin’ with Chet „ტესლას“ ყველაზე მძლავრ ვერსიას სერიოზული გამოცდა მოუწყო. მან გადაწყვიტა შეემოწმებინა, შეძლებდა თუ არა ელექტროქარი წყლის წინააღმდეგობის გადალახვას: ამისათვის Model S 2,13 მეტრის სიღრმის აუზში მოათავსეს. ექსპერიმენტი მთლად გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა.

„ტესლას“ გამოსაცდელად ბლოგერმა და მისმა გუნდმა ხელოვნური წყალსაცავი გააკეთეს. რაც შეეხება ელექტროქარს, წყალში აღმოჩენამდე ის მაქსიმალურად დაამძიმეს, მძღოლი კი ჟანგბადის ბალონით აღჭურვეს, იმ შემთხვევისთვის თუკი წყალი სალონში მოხვდებოდა.

მიუხედავად სიმძიმეებისა, ელექტროქარი წყლის ფსკერს მაინც არ შეხებია და აუზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად გადაცურა. თუმცა, ბოლოსკენ მაინც ჩაიძირა და რომ არა 1000 ძალის აგრეგატი, ნაპირზე გამოსვლას ალბათ ვეღარც შეძლებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g