LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნახევარ კონცერტს დედისთვის ვუკრავდი, ყოველთვის ვიცოდი, რომელ რიგში იჯდა, ამ დროს დედასთან კონტაქტი საოცარი იყო… ეს კომპოზიცია მაშინ დავწერე, როცა გავიგე, რომ დედა აღარ მყავს“ – დათო ევგენიძე

208
დათო ევგენიძე

გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ რუბრიკაში – „დედას“, მუსიკოსი, კომპოზიტორი დათო ევგენიძე დედას იხსენებს და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ემოციურად საუბრობს.

როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, ის ნახევარ კონცერტს სწორედ დედისთვის უკრავდა. დათო ევგენიძემ რუბრიკის მაყურებლისთვის ასევე დაუკრა იმ კომპოზიციის მონაკვეთი, რომელიც დაწერა მაშინ, როდესაც გაიგო, რომ დედა აღარ ჰყავდა.

„დედა არის ალბათ ყველაზე ახლოს ღმერთთან – შენსა და უფალს შორის. უფრო მეტი სიახლოვე სამყაროსთან, ცასთან და უფალთან – რაც დედაა – არ არსებობს.

ეს კომპოზიცია დაიწერა მაშინ, როდესაც გავიგე, რომ დედა აღარ მყავს… არც ერთი შავი ნოტი არ მაქვს აღებული, მართლა საოცრებაა.

საოცარი დედა მყავდა, უფრო სწორედ, მყავს. დღე არ არის, რომ დედაზე არ ვიფიქრო, დედა იყო მეგზური ყველაფერ კარგთან.

ყოველთვის ვიცოდი, კონცერტის დროს, დარბაზში რომელ რიგში იჯდა, ხან სიბნელე იყო, ხან ნათდებოდა პარტერი, დედასთან ეს კონტაქტი საოცარი იყო, ნახევარ კონცერტს დედასთვის ვუკრავდი“, – აღნიშნა დათო ევგენიძემ.

🎶❤️ დათო ევგენიძე დედაზე

🎶❤️ “ ნახევარ კონცერტს დედისთვის ვუკრავდი, ყოველთვის ვიცოდი, რომელ რიგში იჯდა. ამ დროს დედასთან კონტაქტი საოცარი იყო…..” – დათო ევგენიძე დედაზე 🕊️ დედა, რომელიც მუსიკოსის ცხოვრების მთავარი თანამგზავრი და მფარველი ანგელოზია, რომელმაც დათოს სიცოცხე მეორედ აჩუქა…. 📍სალომე კახეთელიძის რუბრიკაში “დედას”

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 07 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g