ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა იუბილე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა, სადაც სპორტისა და შოუბიზნესის არაერთი ვარსკვლავი იყო მიწვეული.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, სტუმრებს შორის იყვნენ ნინი ზარქუა, ანუკი არეშიძე, სალომე ღვინიაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, ზაზა ფაჩულია, ეკო ფანგანი.
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატების შემდეგ, იუბილარისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ნაკრების ფეხბურთელების მოულოდნელი სიურპრიზი და ვიდეომიმართვა.
ვიდეო: ვარსკვლავთცვენა ლევან კობიაშვილის იუბილეზე – წვეულება ღია სივრცეში, ბუდუს, ჩაკვეს, სანიოლის მილოცვა და გრანდიოზული ტორტი: როგორ აღნიშნა დაბადების დღე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა
ლევან კობიაშვილმა დაბადების დღე ღია სივრცეში, ოჯახის წევრებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
ემოციური მუხტი როგორც ჩანს, სტუმრებსაც გადაედოთ. ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ნაკრების ჰიმნზეც კი ამღერდა.