LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანა ჩარკვიანი: „ბავშვობიდან მიყვარდა მარტოობა, ოჯახს ვთხოვდი, დღეს მარტო დამტოვეთ-მეთქი…“

219
ნანა ჩარკვიანი

ნანა ჩარკვიანი „რუსთავი 2“-ზე ლულუ კახიანის რუბრიკას ესტუმრა და თინეიჯერულ კრიზისებსა და სიახლეებზე ისაუბრა.

ნანა ჩარკვიანი:

„მგონია, რომ დროთა განმავლობაში დიდად არ ვიცვლები ფიზიკურად, მაგრამ მენტალურად ბევრი საფეხური გავიარე. ეს წლები ემთხვევა იმას, რომ ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყოველთვის მომესმინა საკუთარი თავისთვის და გულისთვის. დიდი გარდამტეხი მომენტი არ მქონია. უახლოესი წარსულიდან ვილაპარაკებ, როცა იუსტიციის სახლთან მომიწია საბუთების მომზადებამ, დამოუკიდებლად, ცუდი ეტაპიც ამ დროს უკავშირდება, რაღაცნაირი წნეხი ყოველთვის არსებობს, როცა სკოლას ამთავრებ, მოდი, აბა, გადაწყვიტე, რა ხარ…

ბავშვობიდან მიყვარდა მარტოობა, ოჯახს ვთხოვდი, დღეს მარტო დამტოვეთ-მეთქი. იმდენად სხარტი და ბედნიერი ვიყავი ეს ორი წელი, როცა საზღვარგარეთ სწავლა დავიწყე, რომ არასდროს მინდა, დამთავრდეს…

ჩემი ოჯახი არასდროს დამკლებია, ყოველთვის ვიცი, რომ ისინი ყოველთვის აქ არიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები