LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანა ფაჩუაშვილი: „აზერბაიჯანში მარჩიელმა ფეხმძიმობისას მითხრა, რომ ბიჭი მეყოლებოდა და ჩვენ ბედნიერები არ ვიქნებოდით…“

837
ნანა ფაჩუაშვილი

ნანა ფაჩუაშვილი ნოე სულაბერიძესთან საუბრისას იხსენებს, როგორ უწინასწარმეტყველა მკითხავმა შვილის უბედურება:

„აზერბაიჯანში გადაღებაზე ვიყავით ერთად, სადაც მოხდა დიდი ტრაგედია, ჩემი მეუღლე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. დავრჩი ფეხმძიმედ. იქ იყო ვანგას დონის მარჩიელი ქალი. ეს იყო დაახლოებით 60 წლის წინ. წამიყვანეს დიდი პროტექციით ამ ქალთან. რომ მივედი, დიდი რიგი იდგა, საოცრება იყო მასთან მოხვედრა. მითხრეს, შავები გაიხადე, რომ არ მიხვდეს, ქვრივი რომ ხარო. ფერადი მოსასხამით შევედი, ვითომ ხალისიანად. დამხვდა საოცრად უცნაური ადამიანი. იჯდა კუნძზე, კიდურები არ ჰქონდა, ასისტენტები ედგნენ. ერთმა კარტი გაუშალა, მეორემ ყავა გაამზადა. ძალიან უცნაური სახე და წითელი თვალები ჰქონდა. როგორც კი შემომხედა, მანიშნა, დაჯექიო და დიდხანს ფიქრობდა. გააშლევინა კარტი. დიდხანს მიყურა. მითხრა, რომ ჩემს საქმეში წარმატებული ვიქნებოდი. შენ ხარ ფეხმძიმედო. იქ ვინც გყავს, ბიჭიაო და თქვენ ორივე არ იქნებით ბედნიერები, მაგრამ შენ ყველაფერს გაუძლებო… ამას გაგრძელება აქვს დღემდე, რადგან მისი წინასწარმეტყველება ამიხდა…“

ვიდეო:„იცი რა მაიმედებს, რომ არაფერი დამიკლია მისთვის, გაუკეთებელი გავაკეთე“ – ნანა ფაჩუაშვილი გარდაცვლილ შვილზე

ნანა ფაჩუაშვილი: „ჩემთვის მთავარი ამოცანაა ბრძოლა ბოლომდე, თვითგადარჩენისთვის, არდავიწყებისთვის და პროფესიის სიყვარულისთვის!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები