„ბრიტ ევორდსის“ ტრიუმფატორი ადელი აშკარად არ არის საუკეთესო ფორმაში. მომღერალი, რომელმაც ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო, პირად ცხოვრებაში პრობლემებს უჩივის. მაგალითად ბოიფრენდთან კონფლიქტის გამო მან კონცერტების სერია გადადო, ამჯერად კი მორიგი სკანდალით მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.
პაპარაცებმა მუსიკოსი ერთ-ერთ სტრიპტიზ-ბარში გადაიღეს, სადაც ნასვამმა მუსიკოსმა ჯერ იცეკვა, ხოლო შემდეგ გინება დაიწყო. ამ ფაქტის ამსახველი მასალა გამოცემა „დეილი მეილმა“ გაავრცელა.
ფოტო: 2014 და 2022 – ადელის ტრანსფორმაცია წარმოუდგენელია