LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნატალია ყიფშიძე: „კესოზე იყოს ვერ ვამბობ… სხვანაირი გოგოა, მეც დამეხმარა…“

336
ნატალია და კესო

ნატალია ყიფშიძე „კავეა პლუსის“ გადაცემასთან კესარია აბრამიძის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მასზე წარსულ დროში ლაპარაკი უჭირს:

„კესოს ვიცნობდი, რაც თავი მახსოვს. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ძალიან ლამაზი იყო. საოცრება ადამიანი იყო. მეც დამეხმარა კესო. ერთი გოგო გამომეხმაურა, მთხოვა, დავხმარებოდი ჰორმონალური თერაპიის მხრივ. კესოს დავურეკე, რომ გაეწია რეკომენდაცია. დაგვაკავშირა ექიმთან. დავიწყეთ შეხვედრები. ძალიან დაგვეხმარა. სხვანაირი გოგოა, იყოს ვერ ვამბობ…“

ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს 20 სექტემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

ის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული, რომელიც ბექა ჯაიანს ედება ბრალად, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი: თუ ბექა ჯაიანის შეურაცხადობა დადგინდა, მას დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა

როგორც ცნობილია, ჯაიანი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.

„სად არის აქ ან აფექტი ან შეურაცხადობა? საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება… ოჯახი არც კი განიხილავს ვადიან თავისუფლების აღკვეთას“ – რას ამბობს კესარია აბრამიძის ოჯახის ინტერესების დამცველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g