LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნათლიას ნამღერი ნანა.. მთელი ცხოვრება სამახსოვროდ გვექნება“ – ნუცა ცისკარიშვილი პატარა დაჩისთან ერთად უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

190
BeFunky-collage (2) (1)

ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში შვილთან, პატარა დაჩისთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს.

„დაჩის ძალიან უყვარს ნათლიას ნამღერი ნანა, დღეს ვთხოვე მარიამს ჩაეწერა ვიდეო და გამოეგზავნა ჩემთვის, რათა მარტივად მოვასმენინო ხოლმე დაჩის, მერე ამ ვიდეოს დამონტაჟების იდეაც მომივიდა, მთელი ცხოვრება სამახსოვროდ გვექნება.

მიყვარხარ მარო“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, ნუცა დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტია იოსელიანის მეუღლეა. მათ პირველი შვილი, დაჩი, მცირე ხნის წინ შეეძინათ.

ოტიამ და ნუცა ცისკარიშვილმა სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და წყალტუბოში, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან.

გარდა ამისა, ნუცამ გვერ­დი „ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, რომლის მეშვეობით გულშემატკივრებს ყოველდღიურობას უზიარებს. დღეს მას ათასობით გამომწერი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები