„იმედის“ „ავტოგრაფი“ ნატო გელაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. კომპოზიტორმა ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა, თუმცა მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა მომენტი, როდესაც ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. ის კომპოზიტორმა გარდაცვლილ მეგობარს, გიო ხუციშვილს მიუძღვნა – „როცა გიო გარდაიცვალა, ჩემდა უნებურად, მოულოდნელად, ერთი ამოსუნთქვით დავწერე. ვისაც უყვარდა სიმღერა, ეს ქალაქი და ამ ქალაქში გულიანად სიყვარული, მას მინდა მივუძღვნა“.
ნატომ აღნიშნა:
„სიმღერის პრემიერა. „იყო არა… იყო რა”
მუსიკისა და ტექსტის ავტორი: ნატო გელაშვილი
გიოს & ნატოს დუეტი… ურთიერთობა, რომელიც დრომ გააბევრა და დუეტი “კვარტეტად” აქცია. ვინ თქვა, რომ ადამიანების ნაღდი და ნამდვილი ურთიერთობები საფლავის ქვასთან მთავრდება?!. მე ამისი არ მჯერა და ეს სიმღერაც ნატო “კვარტეტი”-ის, ზუკა და ნოდარიკო ხუციშვილების, გიორგი და ლუკა ჯოხონელიძეების შემდგენლობით ამის დასტურია. სიყვარულს და ნაღდ ურთიერთობებს ყავლი არც სიცოცხლეში გასდის და არც სიკვდილის მერე“.