Dirabi Brothers „ნიჭიერის“ სცენაზე გამოვიდნენ. ია-ია და ჟოსელინი კოტ დივუარიდან საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც თავიანთი ძმის, ისმაილის დახმარებით მოხვდნენ. „ნიჭიერის“ სცენაზე მათ სწორედ ისმაილის მუსიკაზე იცეკვეს. რაც შეეხება თავად პერფორმანსს, ჟიურის წევრებმა მას ემოციების გარეშე ვერ უყურეს, ვინაიდან ძმებმა შესაშური საცეკვაო უნარები გამოავლინეს და ასევე მოქნილობა, რომელიც მაყურებლისთვის გასაკვირი აღმოჩნდა.
