„ნიჭიერში“ თბილისის ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ექიმი და ექთანი, თემურ კაცია და მამუკა გეგელია გამოჩნდნენ. მაყურებელმა მათი პროფესიის გაგების შემდეგ ისინი ტაშით დააჯილდოვა. ჟიურის წევრები დაინტერესდნენ, კონკრეტულად სად მუშაობენ ისინი და აღმოჩნდა, რომ თემური და მამუკა კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან რეანიმაციაში მუშაობენ და სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
მათ სცენაზე მოუხმეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის წევრებს, რომლებიც მათ მეგრული სიმღერის შესრულებაში დაეხმარნენ.
ამ გამოსვლამ უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაიარა. ჟიურის წევრებს თვალზე ცრემლი მოადგათ, საბოლოოდ კი ექიმები „ოქროს ღილაკით“ პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს.
რუსკა მაყაშვილი: „საკუთარ თავს ნიჭიერ ადამიანად არ მივიჩნევ!..“
ვიდეო: „ნიჭიერში“ ლაზებისგან დაკომპლექტებული ანსამბლი „კავკასიის არწივები“ წარდგა