LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნიკო კვარაცხელიას საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს, გაითავისეთ! სხვანაირად არ იქნება!” – რას წერს იზა ომაძე

1439
BeFunky-collage - 2023-04-08T233450.641

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე „ტვ პირველის” ეთერში ნოდარ მელაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით მგელიაშვილზეა საუბარი.

„ტვ პირველის” ინფორმაციით, დავით მგელიაშვილს ერთ-ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოსთხოვეს, რაზედაც დავით მგელიაშვილმა უარი თქვა.

იზა ომაძე დავით მგელიაშვილზე წერს, რომ აღნიშნულმა მოსამართლემ, მისი შვილის, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და იზა ომაძის თქმით, მას შემდეგ ხსენებულ საქმეს მოტივის გარეშე დააშორეს.

იხილეთ პოსტი სრულად:

„მალე ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული შემობრძანდება, ვინც ამ პატარა ვიდეოს ნახავთ, არ იფიქრით რომ ვმკრეხელობ, უფალი ხომ თავად გვეუბნება რომ მას ვემსგავსოთ, უბრალოდ ბზობის დღესასწაულს ძალიან მოუხდებოდა, ასე ვიფიქრე…

მხოლოდ მოლოცვით მინდოდა შემოვფარგლულიყავი, მაგრამ სიუჟეტებმა, რომელიც ტელეკომპანია „პირველზე” გავიდა, ისე ამაფორიაქა და ისე ააფორიაქა ნაცნობ უცნობი, გვერდს ვერ ავუვლი ამ თემას.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ზუსტად ერთი წლის წინ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო იმ მოცემულობაში რაც საქმის პირველ ნაწილში იყო წარმოდგენილი, მან გამოიტანა უმაღლესი სასჯელი და სასამართლო პროცესზე მომცა უფლება და მივმართე ორი მკვლელს რომელთაც არანაირი მოტივი არ აქვთ თუ რატომ მომიკლეს შვილი, წლის თავზე მასთან (დავით მგელიაშვილთან) როგორც ჩანს კითხვები გაუჩნდათ( დიახ ნიკოს საქმეზე განაჩენი იყო ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული) ხოლო ნიკოს საქმეზე გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა, დიახ უმოტივოდ დააშორეს და გახლიჩეს საქმე რომლის მეორე ნაწილზე არც კი ფიქრობენ რომ განიხილონ!

დავით მგელიაშვილმა ნიკო კვარაცხელიას საქმის განხილვისას უთხრა სისტემას არაააა, დამნაშავე უნდა დაისაჯოსო!

დღეს კი ერთად გავხდით მომსწრე თუ რა უთხრეს დავით მგელიაშვილს!!!

მე-გო-ბრე-ბო!

ჩვენი შვილები არიან დაუცველები!

მე-გო-ბრე-ბო!

ჩემი მართლმადიდებლური მორალი მეუბნება, რომ დავითმინო ბევრი რამ, მაგრამ სახარება მეუბნება, რომ შენი მართლმადიდებელი ძმა(პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ) ამხილეო!

ხოდა გამხელთ ასე არა და ვერ გაგრძელდება, ვითხოვთ სამარიანობის აღდგენას, მშვიდობას, და ჩვენი შვილებისთვის მომავალს!

ომი არ გვინდა არა და არა!

ნიკო კვარაცხელიას საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს, გა-ი-თა-ვი-სეთ! სხვანაირად არ იქნება!

ბზობის მადლი შეგეწიოთ!

ისე ჩვენი ხომ იმ ხალხის შთამომავალი ვართ მაცხოვარი ზარ-ზეიმით რომ მივიღეთ და მერე ჯვარს ვაცვით ასე ვაგრძელებთ საუკუნეებია, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა!

ხოდა ველოდებით…”, – წერს იზა ომაძე.

 

მალე ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული შემობრძანდება, ვინც ამ პატარა ვიდეოს ნახავთ, არ იფიქრით რომ ვმკრეხელობ, უფალი ხომ თავად გვეუბნება რომ მას ვემსგავსოთ, უბრალოდ ბზობის დღესასწაულს ძალიან მოუხდებოდა, ასე ვიფიქრე??️??️

მხოლოდ მოლოცვით მინდოდა შემოვფარგლულიყავი, მაგრამ სიუჟეტებმა, რომელიცTV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ზე გავიდა ისე ამაფორიაქა და ისე ააფორიაქა ნაცნობ უცნობი, გვერდს ვერ ავუვლი ამ თემას!

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ზუსტად ერთი წლის წინ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო იმ მოცემულობაში რაც საქმის პირველ ნაწილში იყო წარმოდგენილი, მან გამოიტანა უმაღლესი სასჯელი და სასამართლო პროცესზე მომცა უფლება და მივმართე ორი მკვლელს რო
ელთაც არანაირი მოტივი არ აქვთ თუ რატომ მომიკლეს შვილი, წლის თავზე მასთან (დავით მგელიაშვილთან) როგორც ჩანს კითხვები გაუჩნდათ( დიახ ნიკოს საქმეზე განაჩენი იყო ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული) ხოლო ნიკოს საქმეზე გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა, დიახ უმოტივოდ დააშორეს და გახლიჩეს საქმე რომლის მეორე ნაწილზე არც კი ფიქრობენ რომ განიხილონ!
დავით მგელიაშვილმა ნიკო კვარაცხელიას საქმის განხილვისას უთხრა სისტემას არაააა, დამნაშავე უნდა დაისაჯოსო!

დღეს კი ერთად გავხდით მომსწრე თუ რა უთხრეს დავით მგელიაშვილს!!!

მე-გო-ბრე-ბო!
ჩვენი შვილები არიან დაუცველები!

მე-გო-ბრე-ბო!

ჩემი მართლმადიდებლური მორალი მეუბნება, რომ დავითმინო ბევრი რამ, მაგრამ სახარება მეუბნება, რომ შენი მართლმადიდებელი ძმა(პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ) ამხილეო!

ხოდა გამხელთ ასე არა და ვერ გაგრძელდება, ვითხოვთ სამარიანობის აღდგენას, მშვიდობას, და ჩვენი შვილებისთვის მომავალს!

ომი არ გვინდა არა და არა!

ნიკო კვარაცხელიას საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს,გა-ი-თა-ვი-სეთ! სხვანაირად არ იქნება!

ბზობის მადლი შეგეწიოთ!

ისე ჩვენი ხომ იმ ხალხის ჩთამომავალი ვართ მაცხოვარი ზარზეიმით რომ მივიღეთ და მერე ჯვარს ვაცვით ასე ვაგრძელებთ საუკნეებია, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა!

ხოდა ველოდებით?♥️

P.S. ეს ერთი წლის წინანდელი მიმართვაა, წაიკითხეთ? https://bm.ge/ka/article/niko-kvaracxelias-deda-mosamartles-mimartavs/106425

Posted by Iza Omadze on Saturday, 8 April 2023

“ეს პატარა ანგელოზი ანასტასია ჯოლოხავაა, ნიკოს უნდა მოენათლა, მაგრამ…ეს ფუნქცია მისმა პატარა დაიკომ ითავა და ნიკოს ლოცვა მას ზეციდან შეეწევა” – იზა ომაძე

„სადღაც დიდი ტაშისცემა ისმის, სხვათაშორის მწუხარეა ვიღაც“ – გამარჯვების, გაბრწყინების მომტანი წელი ყოფილიყოს: იზა ომაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

ვიდეო: იზა ომაძე – „19 დეკემბრიდან ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი ოფიციალურად იფუნქციონირებს“

ჩემს მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს: იზა ომაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g