LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკოლოზ რაჭველის „მეხსიერების ბარათი“ და ქართველი ვარსკვლავები, რომელთა შესრულებამ დარბაზი დაადუმა

673
ნიკოლოზ რაჭველი

5 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt”-მა და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა წარმოადგინა პროექტ The Best Of – ქართული და მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, ექსკლუზიური ვერსია მუსიკალური წარმოდგენისა „მეხსიერების ბარათი“.

მუსიკალურ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს სპეციალურმა სტუმრებმა – ანიტა რაჭველიშვილი, ნინო ქათამაძე, ბექა გოჩიაშვილი, ნუცა თოფურია და სხვა.

შესრულდა შედევრები მსოფლიო კინომუსიკიდან.

ნინო ქათამაძემ ნიკოლოზ რაჭველის აკომპანემენტით ინოლა გურგულიას შესანიშნავი სიმღერა „ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს“ საოცრად იმღერა.

ნუცა თოფურიამ ჩარლი ჩაპლინის მიერ დაწერილი შედევრი Smile წარმოადგინა.

ნიკოლოზ რაჭველისა და „კონცეპტ არტის“ პროექტი მხოლოდ ერთი დღით იყო წარმოდგენილი…

რასაკვირველია, ბექა გოჩიაშვილის ემოციურმა შესრულებამ დარბაზი დაადუმა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები