ნინი ბადურაშვილის და გიორგი გილიგაშვილის ახალი დუეტის ვიდეორგოლი უკვე „იუთუბზეა“ განთავსებული. მისი პრემიერა „პრაიმშოუში“ შედგა.
ნინიმ კლიპის პრეზენტაციის შემდეგ დაწერა:
„ესეც ჩემი და გიორგის მორიგი დუეტი. იმედია, მოგეწონებათ და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის! ამ დაძაბულ პერიოდში, იმედია, ცოტა მაინც გაგახალისებთ ? მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ სიმღერაზე და კლიპზე იმუშავა! შეგვიფასეთ და თუ მოგეწონათ, გააზიარეთ☺️და ბოლოს მე თქვენ მი, ანუ მიყვარხართ“.