LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინი ბადურაშვილი კარგ მაგალითს იძლევა, დაივიწყოს ყველამ, ვინ ვისი მომხრეა.. ჩვენი შვილების თაობის ცემა, თვალების თხრა და მოწამვლა მაინც ხომ არავის გახარებთ, ვისაც ცოტა ჭკუა მოგეკითხებათ.. შეაჩერეთ ეს საშინელება“ – ნათია ფანჯიკიძე „ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს

187
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტსა და საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ნათია ფანჯიკიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს და მათ მოუწოდებს, „ერთი სიტყვით მაინც სცადონ, რათა შეაჩერონ ეს საშინელება“.

„ნინი ბადურაშვილი კარგ მაგალითს იძლევა, დაივიწყოს ყველამ, ვინ ვისი მომხრეა. პარტიული საკითხები არ აღელვებს გარეთ გამოსულ ხალხს, ქვეყანა ისევ რუსულ გავლენას იგერიებს და სულ რომ ვერ ხვდებოდეთ, რა აწუხებს ამდენ ხალხს, ჩვენი შვილების თაობის ცემა, თვალების თხრა და მოწამვლა მაინც ხომ არავის გახარებთ, ვისაც ცოტა ჭკუა მოგეკითხებათ.

„ბავშვებს ხელს ნუ ურტყამთ“ – ნინი ბადურაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე

შეაჩერეთ ეს საშინელება, ერთი სიტყვით მაინც სცადეთ, გააგებინოთ მთავრობას, რომ არ ხართ საკუთარი ახლობლების და, რაც მთავარია, ქვეყნის შთამომავლობის სისხლს მოწყურებული“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ნინი ბადურაშვილი კარგ მაგალითს იძლევა, დაივიწყოს ყველამ, ვინ ვისი მომხრეა. პარტიული საკითხები არ აღელვებს გარეთ გამოსულ…

Posted by Natia Panjikidze on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024