„არც არის გასაკვირი ჩემთვის, რომ ერთ-ერთ სამიზნედ ამ რეჟიმმა ამოიღო არაჩვეულებრივი ახალგაზრდები: მსახიობები, მწერლები, მედია, იმიტომ, რომ ეს არის ის სინათლე, რაც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას“ – აღნიშნავს კინორეჟისორი ნინო კირთაძე გიორგი თარგამაძესთან საუბრისას.
„მინდა, ძალიან დიდი სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ჩემს თანამემამულეს, რომელიც საქართველოს მომავალს იცავს და ყველა ჟურნალისტს, რომელიც დაბეგვეს, თავები გაუტეხეს და მიუხედავად ტერორისა, აგრძელებენ მოვალეობის შესრულებას… მინდა, გითხრათ, რომ სრულ შოკშია მთელი ქართული ემიგრაცია არა მხოლოდ პარიზში, ინგლისში იქნება ეს თუ აშშ-ში. საფრანგეთიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი? ეს არის საშინელება და არა რის ორჭოფობა და ბუნდოვანება, რა ხდება საქართველოში, რა ბრძოლაა და რისთვისაა…“, დასძენს რეჟისორი „ფორმულასთან“ ინტერვიუში.