საოპერო შემსრულებელმა ნინო სურგულაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აკომპანემენტის თანხლებით ერთ-ერთ კომპოზიციას ასრულებს. როგორც ნინო წერს, ამ შესრულებას ახლახან გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას უძღვნის:
„ლექსო ლაშქარავა ერთხელ გადამღებ ჯგუფს მოჰყვა ჩემთან სახლში, ასევე სხვა გადაღებებზეც ფონდთან დაკავშირებით შევხვედრილვართ… თავი დამამახსოვრა თავისი გამორჩეული პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და კეთილგანწყობით. გული ჩამწყდა მისი გარდაცვალებით…ნათელში იყოს მისი უკვდავი სული. ეს სიმღერა ლექსო ლაშქრავას ხსოვნას მინდა მივუძღვნა“.