ნუკი კოშკელიშვილმა ლოლა წერეთლის პოპულარული სიმღერა „სახლში წაგიყვან“ მხიარულად შეასრულა. ნუკი „გვაჩვენე შენს ხმას“ სტუმრობდა და ექსპერტის რიგებს შეუერთდა, თუმცა როცა დრო დადგა, თავადაც დაიკავა სცენა.
მისმა გამოჩენამ ტელეეკრანზე მაყურებლის დადებითი კომენტარები გამოიწვია:
„სიყვარულის პოზიტივი ხარ, უბოროტო, ალალი, უბრალო და ბუნებრივი, სამართლიანი და პირდაპირი, ძალიან მიყვარხარ, ნუკი…“
„საყვარელი გოგო ხარ, ნუკი…“
„მიყვარს ეს გოგო. თიკა და ჟიური ხომ მიყვარს და მიყვარს. კარგები ხართ…“, წერს მაყურებელი.