LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნუკის ჩემი მოკვლაც კი სურდა“ – რა გადახდა წყვილს ხელის თხოვნის შემდეგ და გეგმავენ თუ არა ნუკი და ბენი ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშვნას

263
Untitled design (3)

ნუკი კოშკელიშვილი და ბენი ჰაიმი „შუადღის“ გადაცემაში თავიანთ ქორწილს იხსენებენ და ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ საუბრობენ.

როგორც ნუკიმ გადაცემაში თქვა, უკვე 12 წელია, რაც ერთად არიან, აქედან 9 წელი ქორწინებაში.

„როცა ნუკის ხელი ვთხოვე, ჯინსები და მაისური ეცვა.. ამის გამო ჩემი მოკვლაც კი სურდა. მერე მეჩხუბებოდა მიგენიშნებინა მაინც, კაბა რომ ჩამეცვაო“, – ამბობს ბენი.

ნუკი კოშკელიშვილი აცხადებს, რომ ქორწინების 10 წლის თავზე ცერემონიის გაკეთების სურვილი აქვთ.

ბენს უფრო უნდოდა ქორწილი, ვიდრე მე. ახლა მე უფრო მინდა. კიდევ ერთხელ გავაკეთებდი რაღაც ცერემონიას. მაშინ ამის საჭიროებას ვერ ვხედავდი, მეგონა, რომ ტყუილი თანხის ფლანგვაა. 10 წლის თავზე, თუ ყველაფერი კარგად იქნება შეიძლება რამე გავაკეთოთ“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ნუკი კოშკელიშვილი და ბენი ჰაიმი იხსენებენ თავიანთ ქორწილს

👰🏻‍♀️💍🤵🏻 ნუკი კოშკელიშვილი და ბენი ჰაიმი იხსენებენ თავიანთ ქორწილს მარიამ ტაბატაძის რუბრიკა “ჩვენი ქორწილი”

Posted by შუადღე • Shuadge on Sunday, February 18, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები