LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „წლების მატების კი არ მეშინია, პირიქით, მიხარია… ყველა ნაოჭი მიხარია. ადამიანს რომ გეძლევა საშუალება, დაბერდე, ნაოჭზე არ უნდა ილაპარაკო…“

135
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, ეშინია თუ არა წლების მატების:

„წლების მატების კი არ მეშინია, პირიქით, მიხარია. წლების მატება მიხარია და ვაფასებ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ვცოცხლობ. ამიტომ, რაც უფრო მეტად მომემატება წლები, მით უკეთესი. ყველა ნაოჭი მიხარია. ადამიანს რომ გეძლევა საშუალება, დაბერდე, ნაოჭზე არ უნდა ილაპარაკო. მე ჩემი ნაოჭები მიყვარს და ვფიქრობ, ჩემთვის დიდი მადლია ყოველი მომატებული წელი. ასაკში შესვლა სიცოცხლის გარდაუვალი ნაწილია, ამიტომ, წლების მატებასთან ერთად, ფიზიკური ცვლილებები არ მაშინებს. თუმცა, ხელსაც ვუწყობ, ვარჯიში დავიწყე. 19-20 წლის რომ ვიყავი, თითს თითზე ვერ მიმარტყმევინებდით, ახლა კი დავრბივარ, ვვარჯიშობ და ეს მხოლოდ გარეგნული ბენეფიტების გამო კი არა, მინდა, ჯანმრთელი ვიყო, კარგი ზურგი მქონდეს და არ მოვიკუზო. 33 წლის ვარ და არასოდეს დამიმალავს წლები, აზრს ვერ ვხედავ. ამ წლებმა ბევრი გამოცდილება მომცა, მივხვდი, რომ ოჯახი მთავარია და საკუთარ თავს არასოდეს არ უნდა უღალატო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები