LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მძიმედ დავიტირე, მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები ვიყავით, ძალიან დიდი სიყვარული გვქონდა…“ – რას იხსენებს პირველ მეუღლესთან დაკავშირებით ნანა ლორთქიფანიძე

3113
ნანა ლორთქიფანიძე

ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პირველ მეუღლეს იხსენებს, რომელთანაც ერთადერთი ქალიშვილი, ქეთი წიქვაძე ჰყავს. მსახიობი აღნიშნავს, რომ ბევრი სინანული აკავშირებს ამ ურთიერთობასთან. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– რამდენი წლის გათხოვდით და მშობლებმა თუ იცოდნენ თქვენი სიყვარულის ამბები?

– ოცი წლის გავთხოვდი, გავიპარე, მაშინ, ჩემს ახალგაზრდობაში, მოდაში იყო გაპარვა. თან, ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ ჩემი ადრეულ ასაკში გათხოვების. ზუსტად ვიცოდი, არ დამთანხმდებოდნენ და ამიტომ გავიპარე. დედა დიდხანს არ მელაპარაკებოდა. მამას კი ბრაზი მალე გასდიოდა. ემოციური კაცი იყო, იყვირებდა, აბობოქრდებოდა, მაგრამ როგორც კი მოვეფერებოდი, ყველანაირი წყენა ავიწყდებოდა. ექვსი წელი ვიყავი პირველ მეუღლესთან და მისგან მყავს ჩემი ერთადერთი ქალიშვილი. ოჯახის დანგრევა ძალიან მტკივნეულია, ძალიან დიდ ტრავმასთან არის დაკავშირებული, არ არის იოლი, თუმცა იმის შიში, რომ აღარასოდეს გავთხოვდები, არ ყოფილა.

პირველ ქმარს რომ გავშორდი, 26 წლის ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაშორება და გაყრა ჩემი ინიციატივით მოხდა, ძალიან განვიცადე. თუმცა, ურთიერთობა შევინარჩუნე, არა მარტო მასთან, არამედ მის ოჯახთანაც – დედამთილთან, მულთან. სამწუხაროდ, ქეთი 11 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და მთელმა ჩემმა ოჯახმა ძალიან განვიცადეთ. სხვა ქვეყანაში გარდაიცვალა, მაშინ, 90-იან წლებში, ჩამოსვენების პროცედურები ძალიან რთული იყო და მამამ ჩამოასვენა. ძალიან მძიმედ დავიტირე, მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები ვიყავით, ძალიან დიდი სიყვარული გვქონდა. შემდეგ, ჩემი დედამთილი გარდაიცვალა და მულთან მქონდა შენარჩუნებული ურთიერთობა, რომელიც არაჩვეულებრივი მამიდა, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვენ გარდა არავინ ჰყავდა. ბოლოს მძიმედ იყო, ქეთიმ უპატრონა, სასწაულად მიხედა. შვილი არ უვლის ისე თავის მშობელს, როგორც ქეთიმ მამიდას მიხედა და ამას სულ საამაყოდ ვამბობ. იმსახურებდა, რადგან თბილი და ტკბილი მამიდა იყო. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g