LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თოლორდავა: „დედა პირველად 19 წლის ასაკში გავხდი, მეორედ – 43 წლის ასაკში, როცა ნანატრი შვილი შემეძინა…“

122
ნინო თოლორდავა

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორი შეგრძნება იყო დედობა 19 წლის, შემდეგ კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 43 წლის ასაკში.

„დედა 19 წლის ასაკში გავხდი და ის წარმოუდგენელი ემოცია დღემდე მახსოვს. სულ ვამბობ, ჩემს ცხოვრებაში ორი უბედნიერესი დღე იყო, ერთი 19 წლის ასაკში, როცა პირველად გავხდი დედა, როცა თავად ბავშვი ვიყავი და ამიკო შემეძინა და მეორე – 43 წლის, მოწიფულ ასაკში გავხდი თადა ერეკლეს დედა. ნამდვილად არ გამიჭირდა ამ გზის მეორედ გავლა, რაც 19 წლის ასაკში გავიარე, რადგან დედობა ენით აღუწერელი ბედნიერებაა. მით უმეტეს, როცა 43 წლის ასაკში ნანატრი შვილი ჩნდება. ამიკო რომ 4 წლის გახდა, იმ დღიდან ვნატრობდი მეორე შვილს და ღმერთმა ეს ნატვრა წლების შემდეგ ამიხდინა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g