LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდირა ჯგერნაია: „დღეს, ნამდვილად დამოუკიდებლი ქალი ვარ და იმავდროულად, ძალიან დაღლილი…“

111
ინდირა ჯგერნაია

მომღერალი ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და იხსენებს, როდის გაიგო დამოუკიდებელი ცხოვრების გემო.

– დამოუკიდებელი ცხოვრება რა ასაკში დაიწყე?

– დამოუკიდებელი ცხოვრება მაშინ დავიწყე, როცა 19 წლის ასაკში „ჯეოსტარში“ გამოვდიოდი და თბილისში მომიწია ცხოვრება. თუმცა, რამდენად დამოუკიდებელი ვიყავი, არ ვიცი, რადგან ოჯახის წევრები ჩართულები იყვნენ ჩემს ყოველდღიურობაში და კონტროლში ვიყავი (იცინის). დღეს, ნამდვილად დამოუკიდებელი ქალი ვარ და იმავდროულად, ძალიან დაღლილი (იცინის). თუმცა, მთავარი საყრდენი ძალა დღეს დედაჩემია, ვისაც თვალდახუჭული ვანდობ შვილს. დღის განმავლობაში იმდენად ვიღლები, ყველაფერს დედა მიკეთებს.

– ბავშვური ხასიათიდან რა გამოგყვა დიდობაში?

– ბავშვური ხასიათიდან დიდობაში სიჯიუტე და უჟმურობა გამომყვა, თუმცა, მერე გამოვასწორე. ზოგადად, ჩემს ხასიათში სამართლიანობა მომწონს და არ მომწონს, როცა ვბრაზდები. მე ორი უკიდურესობა მჭირს: ან არ ვბრაზდები, ან თუ გავბრაზდი, დრაკონივით ცეცხლის მფრქვეველი ვხდები. ასე რომ, გაბრაზებული, ჩვეულებრივი დრაკონი ვარ (იცინის). სხვათა შორის, მეგრელი ვარ, იმერეთში გაზრდილი და დედით კახელი. და ამ სამი გენეტიკის მიქსი, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ აისახება ჩემს ხასიათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g