მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, რატომ არის მაისის თვე დაძაბულობისგან გასათავისუფლებლად საუკეთესო დრო:
„მაისი ის დროა, როცა ბევრ ადამიანს დასჭირდება გაზაფხულის წინა თვეების განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობისგან გათავისუფლება. მაისის დასაწყისი, სავსე მთვარის გამო, გაჯერებული იქნება მთვარის ჭარბი ასტრალური ძალებით. მაისის ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება ბავშვების ჩასახვისთვის, ქორწილების ორგანიზების, სასიყვარულო, შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობების დასაწყებად. ახალი საქმეებისა და პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად საუკეთესოა 19-20 რიცხვები. 21 მაისს კი ენერგეტიკული და ასტრალური ველები შეიცვლება. ტყუპების ნიშანში მზე 04.38 საათზე შევა, სადაც 22 მაისს პლანეტა ურანს შეხვდება. ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებისთვის ხელსაყრელი იან ენერგიის პერიოდი იწყება, მაგრამ წყლისა და მიწის ნიშნებისთვის პრობლემური იქნება…“
