LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოჯახში ყველაზე მეტად ჩემი გაკეთებული საჭმელები მომწონს, რაც გავაკეთე, ყველაფერი კარგად გამომივიდა“ – 13 წლის შეფმზარეული დიმიტრი ლორთქიფანიძე

200
Untitled design

„პირველი არხის“ გადაცემა „ახალი დღე“ სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, რომლითაც 13 წლის შეფმზარეული დიმიტრი ლორთქიფანიძე გაგვაცნო.

დიმიტრი ლორთქიფანიძე სიუჟეტში ამბობს, რომ საჭმელების მომზადება დიდ სიამოვნებას ანიჭებს და მომავალში ფიქრობს შეფმზარეული, ან ფეხბურთელი გამოვიდეს.

„კულინარიით 2 წლის წინ დავინტერესდი, როდესაც 1 წლის ვიყავი. პროცესი ძალიან გასართობი და დამამშვიდებელია, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო ჭამაა.

ოჯახში ყველაზე მეტად ჩემი გაკეთებული საჭმელები მომწონს, რაც გავაკეთე, ყველაფერი კარგად გამომივიდა. მაგრამ, ყველაზე მეტად რაც გამიკეთებია და მომწონებია იყო სტეიკი და ბურგერები. სტეიკის ნაჭერს ყოველთვის მე ვარჩევ ხოლმე.

პროფესიის შესახებ ჯერ დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა შეფმზარეული ან ფეხბურთელი გამოვიდე.. თუმცა, მომავალში რაც არ უნდა გამოვიდე ყოველთვის ვიქნები კულინარი. შეიძლება ჩემი ჰობი იყოს“, -აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g