LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ორი სარე.. ეს სიმღერა თიკამ გააცოცხლა და სრულიად კაცობრიობა მღერის და ცეკვავს მის ვერსიას“ – მარიამ შეყელაშვილის და თიკა ფაცაციას შესანიშნავი „საზანა ლორკე“

644
თიკა ფაცაცია

8 წლის მარიამ შეყელაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიამ გაიცნო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოთი, რომელშიც ის „საზანა ლორკეს“ შესანიშნავად ცეკვავს, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა.

ვიდეო: „მასწავლებლებმა მითხრეს, ზეიმი გვაქვს და ხომ არ იცეკვებდიო? მეც უარი აღარ ვუთხარი“ – გაიცანით 8 წლის მარიამ შეყელაშვილი, რომლის მიერ შესრულებული „საზანა ლორკე“ ინტერნეტსენსაციად იქცა

მარიამმა „საზანა ლორკე“ ამჯერად გადაცემის ერთ-ერთ წამყვანთან, თიკა ფაცაციასთან ერთად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ სიმღერას, რომელიც ცნობილია სპექტაკლიდან „ეზოში ავი ძაღლია“, ასევე არაჩვეულებრივად ასრულებს თიკა ფაცაცია. სწორედ თიკა ფაცაციას სიმღერის ვერსიაზე აცეკვდა პატარა მარიამიც, რომელმაც საზოგადოება მოხიბლა.

„ქალბატონი სოფიკო ჭიაურელის მიერ შესრულებული სპექტაკლიდან ეს გენიალური სიმღერა ჩემმა თიკამ როგორ გააცოცხლა, სრულიად კაცობრიობა მღერის მის ვერსიას და უკვე ცეკვავს ასევე მის ვერსიას“, – აღნიშნა გადაცემის წამყვანმა არჩილ სოლოღაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები