პაატა ბურჭულაძე დააჯარიმეს – მსოფლიო ბანს 5-6 მარტს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ოქმი ჩააბარეს და ჯამურად, 10 000 ლარის ჯარიმა გამოუწერეს.
„ამჯერად უფროსმა დეტექტივმა, ბატონმა თემურ ბერიაშვილმა მამცნო ჩემი დაჯარიმების შესახებ. ხოლო სხვა უფროს დეტექტივს, მამუკა გიორგაშვილს, დაეზარა მოსვლა და თავის კოლეგას გამოატანა მეორე ჯარიმა. იყო 3 და უცებ გახდა 5. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, – წერს პაატა ბურჭულაძე.