8 წლის ბარბარე ჯანაშია საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი – მან აუდიტორიას თავი დაამახსოვრა ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემიდან, როდესაც ემიგრაციაში მყოფ მამაზე ემოციურად ისაუბრა და ატირდა.
აღსანიშნავია, რომ პატარა ბარბარე არაჩვეულებრივად მღერის და ცეკვავს. ამჯერად ის სტუმრობდა გადაცემა „პოსტ ალიონს“, სადაც „ლამბადა“ შეასრულა, ცეკვაში გადაცემის წამყვანებიც აიყოლია და სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან უამრავი დადებითი შეფასებაც დაიმსახურა:
„პატარა არტისტი“, „საოცარი გოგონაა“, „ვარსკვლავი ბარბარე“ – წერენ კომენტარებში.