LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლებო, ერთ რამეს გირჩევთ“..- პატარა ბარბარე ჯანაშიას ემოციური ინტერვიუ მამის ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ

1086
ფორტუნა (8)

8 წლის ბარბარე ჯანაშია საზოგადოებამ  დუტას გადაცემაში „პატარების დიდი შოუ“  გაიცნო. ბარბარემ მამაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა, მერე კი დუტას ჩაეხუტა და თქვა, რომ მამა, რომელიც ემიგრაციაშია წასული, ძალიან ენატრება.

ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ შეხვდა ბარბარე მოულოდნელად დაბრუნებულ მამას.

„პალიტრავიდეომ“ მამა-შვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

„ჩემი მამიკო ამერიკაში წავიდა, როდესაც მე ორი წლის ვიყავი. ის თითქმის საერთოდ არ მყავდა ნანახი. მაგრამ მე მ ამის სიყვარული არ მაკლდა, რადგან ყოველთვის ტელეფონით გვერდით მყავდა, ვიძინებდი და ვიღვიძებდი მამასთან ერთად.

ვამბობდი, ჩემი ტელეფონის მამა არის მეთქი და ახლა რომ ჩამოვიდა, ძალიან გამახარა.

მშობლებო, ერთ რამეს გირჩევთ, თქვენი შვილები არასდროს მიატოვოთ, ყოველთვის გვერდით გყავდეთ. მე მამას არ მივუტოვებივარ, მაგრამ გეხვეწებით, რომ თქვენ შვილებთან იყოთ გვერდით, რადგან მამამ ბევრი კარგი მოგონება გამოტოვა ჩემთან დაკავშირებით“.  – ამბობს პატარა ბარბარე.

ვიდეო: „ახალ წელს სასწაულები ხდება“ – 8 წლის ბარბარე ჯანაშია, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში მამის შესახებ საუბრისას ატირდა, მამას შეხვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები