იმ უამრავ ვარსკვლავს, რომლებიც, „ინსტაგრამის“ საშუალებით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის საოცარ პერფორმანესებს აწყობენ, პინკი და ლიზო შეუერთდნენ.
პინკმა ტრადიციულ ხერხს მიმართა და მსმენელი სიმღერით გაართო, აი ლიზომ კი ფლეიტის თანხლებით, პერფორმანსს მისტიკური იერსახე შესძინა.
შეგახსენებთ აღნიშნული შესანიშნავი წამოწყების პიონერი კრის მარტინი იყო. მას ჯონ ლეჯენდი მიჰყვა, რომელმაც პერფორმანსი თავის მეუღლესთან, კრისი ტაიგენთან ერთად გამართა. წამოწყებას არ ჩამორჩა ქანთრი მომღერალი, კიტ ურბანი, რომლებმაც თავის მეორე ნახევართან, ნიკოლ კიდმანთან ერთად, პატარა სცენაზე საოცარი წარმოდგენა დადგა. პირდაპირ საძინებლიდან შეგვისრულა ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჰიტი Angel. მოკლედ, როგორც ხედავთ სრულიად მსოფლიო ვარსკვკლავები გაერთიანდნენ კორონავირუსის წინააღმდეგ, ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი.
ახალი წამოწყება - მუსიკოსების „ინსტაგრამ“ პერფორმანსები, შეაფასეთ ??
მუსიკალური არტისტებიც დროს არ კარგავენ და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით, დაუვიწყარ პერფორმანსებს სთავაზობენ.