LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პოლიტიკის გამო უცებ ბევრისთვის მიუღებელი გავხდი, ყველასთვის საყვარელი აღარ ვარ“ – ზაზა ხუციშვილი

226
ing (3)

მუსიკოსი, ცნობილი ჯგუფის „ვაკის-პარკის“ სოლისტი, ზაზა ხუციშვილი გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა.

ზაზა ხუციშვილმა კარიერაზე საუბრის პარალელურად, გადაცემაში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პოლიტიკას დაუკავშირდა და 2016 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა:

„ჩემი პოლიტიკური საქმიანობის პერიოდის გამო აღარ ვეთანხმები ხოლმე იმ მოსაზრებას, რომ ყველასათვის საყვარელი ვარ, იმიტომ, რომ ნაწილისთვის ძალიან მიუღებელი გავხდი უცებ, რა ვქნათ, ქართველებს განსხვავებული აზრის მიღება ძალიან გვიჭირს..

რა თქმა უნდა, მძიმე იყო – როდესაც ბრძოლას გამოგიცხადებენ პირდაპირ, იმიტომ, რომ თვითონ სათქმელი აღარაფერი აქვთ და მათი ძირითადი ამოცანაა, მეორე პოლიტიკური მხარე რაც შეიძლება დააკნინონ და ხალხს ალანძღვინონ – ეს ყველაფერი მარტივი არ არის“, – თქვა ზაზა ხუციშვილმა.

 

პოლიტიკის გამო უცებ ბევრისთვის მიუღებელი გავხდი, ყველასთვის საყვარელი აღარ ვარ

?პოლიტიკის გამო უცებ ბევრისთვის მიუღებელი გავხდი, ყველასთვის საყვარელი აღარ ვარ – ზაზა ხუციშვილი
?მამამ ფული ისესხა და ჩემი საოცნებო გიტარა მიყიდა, რომელიც 4000 მანეთი ღირდა , ფაქტობრივად ბინის ფასი გადაიხადა

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on პარასკევი, 06 ოქტომბერი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g