განახლებული “მზიურის პარკი” გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ასევე სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
გიორგი გახარია, რომელიც ოფიციალურ მიღებებზე მეუღლესთან ერთად არასდროს გამოჩენილა, ამჯერად ღონისძიებაზე ოჯახთან – მარიკა ფანცულაიასთან და 10 წლის ქალიშვილთან – ანნასთან ერთად იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ, პრემიერის ოფიციალურ “ფეისბუქგვერდზე” გავრცელდა პარკის გახსნის ღონისძიებაზე გადაღებული ვიდეო, სადაც გიორგი გახარია მასთან მისულ ბავშვს გულთბილად იღებს.