17 მარტს მსოფლიო ირლანდიურ დღესასწაულს, წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავს. ეს დღე მოსახლეობას მსოფლიო ლიდერებმა მიულოცეს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი, ვინც მისალოცი ვიდეო გაავრცელა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი იყო. ვიდეომიმართვა პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა გაავრცელეს. მეუღლეებმა ირლანდიაში ვიზიტი გაიხსენეს და მოსახლეობას ამჯერად საკუთარი სახლიდან მიმართეს. ქეითი ამ დღეს „ზარას“ მწვანე პიჯაკში იყო გამოწყობილი და კარგ განწყობაზე ჩანდა.
ყველაზე მეტად კი ყურადღება იმ მომენტმა მიიქცია, როდესაც ოფიციალური მილოცვის დროს, წყვილმა ფლირტის მომენტიც არ გაუშვა ხელიდან. ზოგადად, სამეფო ოჯახის წევრებს პირადი გრძნობების აფიშირება საჯაროდ ეკრძალებათ, თუმცა მედია პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ოფიციალური გამოსვლებიდან ასეთ მომენტებს მაინც აფიქსირებს.