დღეს პროტესტის 23 დღეა. მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტ აქციებს, მარშებს და მსვლელობას მართავენ თბილისსა და რეგიონებში.
აქციები რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა მსახიობი ბაჩო ქაჯაია. მისი განცხადებით პროტესტი ერთადერთი გზა არის იმ ვითარებაში,რაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება:
„პროტესტი არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ კონსტიტუციის გათვალისწინებით გვაქვს და ვფიქრობ, რომ ასევე კონსტიტუციაში უნდა დაგვაბრუნოს, აუცილებელია ჩვენი ორი მოთხოვნა, დამოუკიდებელი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება, რაც შეეხება სანქციებს ეს სანქციები მოიტანა ადამიანების აქ დგომამ , შეუპოვრობამ და ბრძოლამ თავისუფალი საქართველოსთვის და მომავლისთვის, რომელიც არის ევროპასთან და დასავლეთთან დაკავშირებული“- განაცხადა „ფორმულასთან“ ბაჩო ქაჯაიამ.
„პროტესტმა კონსტიტუციაში უნდა დაგვაბრუნოს“ — ბაჩო ქაჯაია„პროტესტი არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ კონსტიტუციის გათვალისწინებით გვაქვს და ვფიქრობ, რომ ასევე კონსტიტუციაში უნდა დაგვაბრუნოს“ — ბაჩო ქაჯაია
Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2024