ჩინური პროვინციის ციუნჩჟოუს მკვიდრმა ქალაქში გადასაადგილებლად უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება აირჩია. ერთ–ერთ გზაჯვარედინზე საგზაო კამერამ დააფიქსირა სათამაშო ვარდისფერი ავტომობილი, რომლითაც ჩინელი ქალბატონი პარკამდე მისვლას ცდილობდა. თუმცა, მისმა გეგმამ არ გაამართლა, სათამაშომ პოლიციის ყურადღება მიიქცია.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება სათამაშო ავტომობილი ნორმალური მანქანების გვერდით. მის საჭესთან კი ადგილობრივი ქალბატონი, გვარად ლი იყო მოკალათებული. ლი სათამაშოების მაღაზიაში მუშაობს და ტრანსპორტიც იქიდან წამოიღო.
როგორც ჩინელმა პოლიციას აუხსნა, მას სათამაშო მაღაზიიდან პარკში უნდა მიეტანა და დროის დასაზოგად გადაწყვიტა პირდაპირ სათამაშოთი წასულიყო.
თუმცა, სამართალდამცავებმა ახსნა–განმარტების მოსმენა არ ისურვეს. მძღოლს ვარდისფერი მანქანა ჩამოართვეს და სახიფათო მოძრაობისთვის ბრალიც წაუყენეს.