ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სხვა რაკურსი“ გასული ეპიზოდი ქალბატონებს მიეძღვნა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან ერთად, გადაცემას მსახიობი როლანდ ოქროპირიძეც სტუმრობდა, რომელმაც განაცხადა:
„დედისერთა ვარ და დედა განსაკუთრებით მიყვარს, მიყვარდა და მეყვარება ყოველთვის. მეგონა, რომ ყველა ქალი ძალიან მიყვარდა. როდესაც 7 წლის წინ პირველი ქალიშვილი, შემდეგ კი მეორე ქალიშვილი მეყოლა, ქალების სიყვარულს თუ კიდევ რამე დაემატებოდა, არ მეგონა.
ყველა ქალის მიმართ, რა ურთიერთობაც მქონია, რა სიყვარულიც განმიცდია, ყველასთან ასჯერ კიდევ გაიზარდა ეს სიყვარული. კიდევ და კიდევ ხვდები, რა მნიშვნელოვანია ქალბატონი ჩვენს ცხოვრებაში. უთქვენოდ დილაც ნუ გამთენებია.
ყველა კაცს ვუსურვებ, ქალის ალერსი და სითბო არ მოგვკლებოდეს. ქალის კეთილი, სასიხარულო ცრემლი, ქალის ხელი და ჩახუტება – ამაში გვეცხოვროს კაცებს“, – თქვა როლანდ ოქროპირიძემ.
როლანდ ოქროპირიძე – მსახიობი • 👩🏻👉🏻 ეს "სხვა რაკურსი" ეძღვნება ქალბატონებსქალბატონებო, უთქვენოდ დილაც ნუ გამთენებია • გადაცემაში სტუმრად როლანდ ოქროპირიძე – მსახიობი • 👩🏻👉🏻 ეს "სხვა რაკურსი" ეძღვნება ქალბატონებს • #სხვარაკურსი #აქიმედია #დარჩიიმედზე #იმედიგვაერთიანებს
Posted by სხვა რაკურსი / Skhva Rakursi on ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025