პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ორგანიზატორებმა ქვეყნების წარდგენა ორიგინალური ხერხით გადაწყვიტეს – დელეგაციები გემებით, ნავებითა და კატერებით მდინარე სენაზე ჩამოატარეს.
ეს ლამაზი სანახაობა საქართველოს დროშებმაც გაალამაზა. ჩვენი ქვეყნის 28 სპორტსმენისგან შემდგარი დელეგაციის მედროშეები იყვნენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ნინო სალუქვაძე.