LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქართული სათამაშოები, რომლებიც ბავშვს მეხსიერების განვითარებაში ეხმარება – გერმანიაში იყიდება

112
131494964-3551250931618235-6913929524372490477-n

სოციალურ საწარმო „კოდალა“- ში დამზადებული ხის სათამაშოები ევროპის ბაზარზე იყიდება.

საწარმოს დამფუძნებელი 38 წლის კოტე სვანაძეა, რომელიც ამბობს, რომ „კოდალა“ ამჟამად 200-მდე ეკოლოგიურად სუფთა ხის ასაწყობ სათამაშოს აწარმოებს, რომლებიც ბავშვს წარმოსახვისა და მეხსიერების განვითარებაში უწყობს ხელს.

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ ახალ საწარმო ფართში გადასვლა და წარმოების გადაიარაღება შეძლო, ხოლო სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ხელშეწყობით, კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს გარდა, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ხორციელდება.

კომპანიის სლოგანი შემდეგია: „კოდალა“ ქმნის სათამაშოს ბავშვები რომ ათამაშოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g