LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქართველმა ვუნდერკინდმა პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ პარიზში Mezzo-ს 25 წლის საიუბილეო გალაკონცერტი გახსნა

300
ცოტნე-ზედგინიძე

21 მარტს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტელეკომპანია „Mezzo”-ს 25 წლის იუბილე გრანდიოზული გალაკონცერტით აღინიშნა. ღონისძიება ცოტნე ზედგინიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებები შეუსრულა. ამ ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებაზე ცოტნე ზედგინიძის წარმდგენი ლეგენდარული დანიელ ბარემბოიმი გახლდათ. ცოტნე თავის მუსიკალურ პედაგოგთან ნინო მამრაძესთან ერთად, თავად ტელეკომპანია „Mezzo“-ს აღმასრულებელ დირექტორ ჰერვე ბოისიერის მიერ იქნა მიწვეული.

პარიზიდან ცოტნე გაემგზავრება ლონდონში, სადაც 30 მარტს, მონაწილეობას მიიღებს ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაგეგმილ დახურულ მასტერკლასებში.

ვიდეო – ცოტნე ზედგინიძე: „პირველი კონცერტი მივუძღვენი დედაჩემს, რომელიც 5 წლისას გარდამეცვალა, მას ძალიან უყვარდა კლასიკური მუსიკა”

„მხოლოდ გია ყანჩელს ჰქონდა და ახლა უკვე ცოტნეს აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება..“ – ნიკოლოზ რაჭველი 12 წლის ვირტუოზი მუსიკოსის შესახებ

აუდის საერთაშორისო ფესტივალი ქართველმა მუსიკოსებმა დაიპყრეს: „ბრავო! ეს დაუჯერებლად იდეალურია!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები