LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის ცოტნესთან ერთად სცენაზე გამოსვლა.. ეროვნული ორკესტრის თანხლებით, ვუნდერკინდის პირველ საორკესტრო ქმნილებას შევასრულებთ“ – ნიკოლოზ რაჭველი

234
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-25T194919.226

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი წერს, რომ მისთვის დიდი ბედნიერებაა ცოტნე ზედგენიძესთან ერთად სცენაზე გამოსვლაა. .

„ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის ცოტნესთან ერთად სცენაზე გამოსვლა!
ამ ბედნიერების კიდევ ერთხელ განცდა ოთხშაბათს მიწევს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც ეროვნული ორკესტრის თანხლებით, ვუნდერკინდის პირველ საორკესტრო ქმნილებას შევასრულებთ: ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, რომლის პრემიერა ინგოლშტატის GKO-სთან ერთად შედგა Audi Summer Fest – ზე.

გელით 28 დეკემბერს ამ დიდებული მუსიკოსის მოსასმენად და მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის სანახავად“! – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2022 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ ცოტნე ზედგინიძის ფანტაზიას ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის და ალექსანდრე ქორიძის ფილმს  Atonal Glow, რომელიც  10 წლის ვუნდერკინდი მუსიკოსის გზას ასახავს წარმატებისკენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები