LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთათო: „ქალები ახტებოდნენ ირაკლის, მაგრამ არ ვეჭვიანებოდი…“

175
ქეთათო და ირაკლი

ქეთათო ეკა ჩხეიძეს „პირველ სტუდიაში“ ესტუმრა და გაიხსენა მეუღლესთან, ირაკლი ჩარკვიანთან ურთიერთობის დეტალები, მათ შორის ისიც, რომ მასზე არ ეჭვიანობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალები დიდი რაოდენობით იყვნენ არტისტის გარშემო:

„ესეოდნენ ქალები. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, არ ვიცი, რატომ. დღემდე ვფიქრობ ამაზე და მიკვირს. რატომ ვიყავი ასეთი თავდაჯერებული ამ კონკრეტულ ადამიანთან? ირაკლის გვერდით ვიყავი ძალიან თავდაჯერებული. ამ დროს ეჭვიანი ვარ, მაგრამ… ქალები ახტებოდნენ ლამის, მაგრამ არ ვიყავი ეჭვიანი და დღემდე ვერ გამიგია, ეს რა ფენომენია. ვერ ვხსნი. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად ვიქცევით და არ ვიცით, რომელია ნამდვილი ჩემი ქმედება… ეტყობა, იმხელა ემოცია ჰქონდა ირაკლის ჩემთან მიმართებაში, რომ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები