flowerslovers აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ქუთაისში ბავშვის ნათლობაშია გადაღებული. ელიზაბეტ-მარიასთვის კომპანიამ, რომელსაც ნათია გურეშიძე ხელმძღვანელობს, დაუვიწყარი და ზღაპრული გარემო შექმნა.
აღსანიშნავი იყო უზარმაზარი ტორტი, რომელსაც ფრთები ჰქონდა მიმაგრებული.
გოგონას მამას კიბეზე მოუწია ასვლამ, რომ ტორტი გაეჭრა.
„ტორტის გაჭრის ცერემონია.
ჩვენი ეფექტები კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის ამ მომენტს.
კვამლი და თეთრი ბუშტები სილამაზესა და ემოციას განსაკუთრებულ ელფერს სძენს…“, წერია კომპანიის სოციალურ ქსელში.
