LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა იცი, ჩემი მეუღლე რას მეუბნება. ლოგინში მიწევხარ? ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება – ელისო კილაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

2522
კილაძე ჩერგო

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე და „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პოლიტიკურ საკითხებზე დაწყებული კამათი რამდენჯერმე პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ელისო კილაძეს მიხეილ სააკაშვილის სპიკერი უწოდა. 

ე.კ. „იტყუები, შეგნებულად და უტიფრად იტყუები“.

თ. ჩ. თავს რატომ იმართლებ, დანაშაულია სააკაშვილის სპიკერობა?

ე.კ. ჩემი მეუღლე არაა რომელიმე პარტიაში მაღალჩინოსანი.

თ.ჩ. რა იცი, ჩემი მეუღლე რას მეუბნება. ლოგინში მიწევხარ თუ სახლში მიზიხარ სადმე. ოჯახში რატომ მიძვრები?

ე.კ. ანალიზის უნარი დაქვეითებული გაქვს.

თ.ჩ. ქალბატონო ელისო, თქვენ გაქვთ უფლება იმის სპიკერი იყოთ, ვისიც გინდათ, მე კი არ გადანაშაულებთ.

ე.კ. შენ ბევრი სტატუსი წაგიღია ჩემგან რეიტინგისთვის.

თ.ჩ.ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები