LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა მოხდება თუ ავტობუსში პირბადის გარეშე იმგზავრებთ? – გაფრთხილება, კამათი, გაჩერება, პატრულის გამოძახება, წყევლა

262
BeFunky-collage - 2020-10-07T173434.078

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მომატებასთან ერთად, საქართველოში რეკომენდაციებისა და წესების დაცვის მოთხოვნებიც გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდმდგომარეობის მიხედვით იცვლება ზომების გამკაცრება-შემსუბუქება. სავალდებულო წესებს შორის უცვლელი რჩება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. საზოგადოების ნაწილი ხან “ვერ”, ხან “არ” იცავს რეკომენდაციებს.

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ზოგჯერ მოქალაქეები აპროტესტებენ პირბადის ტარებას, ან პირიქით უპირბადო მოქალაქეს ერჩიან; ზოგჯერ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ; ზოგჯერ ოფიციალურ დოკუმენტს ითხოვენ, სადაც მითითებული იქნება წესების შესახებ კანონი, ზოგჯერ პატრულს იძახებენ და ა.შ.

მსგავსი შინაარსის ვიდეომასალა გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე პირბადის გარეშე მგზავრობს. ვიდეო, რომელსაც თვითონ უპირბადო მგზავრი ტელეფონით იღებს, ჩანს როგორ აფრთხილებენ მას და სთხოვენ დაიცვას წესები. ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება ხდება, რასაც მოჰყვება ტრანსპორტის გაჩერება და რეკომენდაციის დამრღვევი მგზავრის ჩამოსმა.