Youtube–არხის WhistlinDiesel ამერიკელმა ბლოგერებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სანდო ავტომობილი გამოსცადეს. Toyota Hilux–ის დასატესტად ენთუზიასტებმა ვერტმფრენი გამოიყენეს, რითაც ავტომობილი 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე აიყვანეს და იქიდან გადმოაგდეს.
Toyota Hilux მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე სანდო ავტომობილად ითვლება. ასეთი აზრი მოდელზე არამხოლოდ მის მფლობელებს, არამედ სადაზღვეო კომპანიებს და ავტომობილების ნაწილების გამყიდველ სერვისებსაც ჩამოუყალიბდათ. ამერიკელმა ბლოგერებმა გაადწყვიტეს, რომ ყველა ეს მახასიათებელი მეორე ხარისხოვანი გაეხადათ და მოდელი ექსტრემალური კრაშ–ტესტით შეემოწმებინათ.
ექსპერიმენტის ჩასატარებლად მანქანა ვერტფმრენს ჩაუბეს. შემდეგ სიმაღლეზე აიტანეს და ჩახსნეს. რამდენიმე მეტრიანი ფრენის შემდეგ ავტომობილი კაპოტზე დაეცა და ძალიან კრიტიკული დაზიანებები მიიღო.
მიწაზე დაცემის გამო პიკაპი ფაქტობრივად, ჯართის გროვად გადაიქცა.