თიკა ფაცაცია დიდ მუსიკალურ სიახლეს აანონსებს.
როგორც ჩანს, სპეციალურად მისთვის კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ ახალი სიმღერა დაწერა, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს.
თიკა ვიდეოს გვიზიარებს, როგორ დაიწყო რუსამ მისთვის განკუთვნილ კომპოზიციაზე მუშაობა:
„ესეც ჩვენი ამბის დასაწყისი… რუსა მორჩილაძე სტუდიაში ყოფნისას მიუჯდა კლავიშს და პირდაპირ დაიბადა – გამოცხვაო, მარიამი რომ ამბობს ვიდეოში – თიკა ფაცაცია. დღეს თან ისე ემთხვევა, რომ ამ სიმღერის დაწერის დღეა და აქ დაიწყო ეს ისტორიაც ორი წლის წინ. განვითარებაზე უკვე ხვალ…“